საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დასმა პროვოკაციას ემსახურება, რომლითაც ორი ქვეყნის მეგობრობას უნდა მიადგეს ჩრდილი. ამის შესახებ დარჩიაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ,,ქართული დასის,, ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, პრეზიდენტი დავით გარეჯთან დაკავშირებული მოვლენების დროს, ქვეყნის მიტოვებაში დაადანაშაულა და მისი იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება მოითხოვა.
დეპუტატის თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქვეყანა ჭაოიბიდან ამოიყვანაში და სახელმწიფოს განვითარებაში, ახლა კი არის მცდელობა, რომ ორი მოძმე სტრატეგიული ერის ურთიერთობას პატარა პროვოკაციებით ჩრდილი მიადგეს.
„თქვენ შეიძლება იმ ჭაობში თავს კარგად გრძნობდით და ახლა, სააკაშვილს ყველა წარმოსადგენ და წარმოუდგენელ ცოდვას აბრალებთ, მაგრამ მერე ამბობთ, რომ ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება. თქვენი ბრალდებები ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან როგორც ცა და დედამიწა. რასთან გვაქვს საქმე? წლების განმავლობაში, იმ საბჭოთა რეჟიმში, რომლის აპოლოგეტები თქვენს ირგვლივ ბევრნი არიან, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ადმისტრაციული საზღვარი ისე იყო გაყოფილი, საზღვარი ქედზე გადიოდა და დავით გარეჯის სამონასტრო კოპლექსის ორი პროცენტი აზერბაიჯანის მხარეს მოექცა. ამას მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან საბჭოთა კავშირი იყო. საზღვრების დელიმიტაციის პროცესი ურთულესია და მას უნდა ხელშეწყობა. ახლა კი არის მცდელობა, რომ ორი მოძმე სტრატეგიული ერის ურთიერთობას პატარა პროვოკაციებით ჩრდილი მიადგეს. მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან საღი აზრი არის ბაქოშიც და თბილისშიც,, - განაცხადა დარჩიაშვილმა. მისი თქმით, შეთანხმება პრინციპის დონეზე მიღწეულია, მაგრამ ამ საკითხს სჭირდება კიდევ გაზომვა და არა ის, რითაც ოპოზიციონერები არიან დაკავებულები.