კარგად შენახული დინოზავრის ჩონჩხი, რომელიც მონღოლეთში იქნა აღმოჩენილი, ნიუ-იორკში Heritage Auctions-ზე 1,05 მლნ დოლარად გაიყიდა. ჩონჩხი ეკუთვნოდა აზიის Tyrannosaurus Bataar-ს, რომელიც უფრო პატარა ზომის იყო ვიდრე Tyrannosaurus Rex ჩრტდილო ამერიკიოდან. Tyrannosaurus Bataar-ი ცხოვრობდა ახლანდელი მონღოლეთისა და ჩინეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით 70 მლნ წლის უკან. დინოზავრის სიმაღლე 2,4 მეტრი, ხოლო სიგრძე 7,3 მეტრს შეადგენდა. მყიდველი დინოზავრის ჩონჩხის წაღებას მანამ ვერ შეძლებს, ვიდრე იურიდიულ საქმეებს არ მოაგვრებს.
Heritage Auctions-ი ირწმუნება, რომ დინოზავრის ჩონჩხის გატან ქვეყნიდან ლეგალურად მოხდება. აღსანიშნავია, რომ მონღოლეთის მთავრობამ Heritage Auctions-ს აუქციონის შეჩერება მოსთხოვა და სარჩელი სასამართლოშიც შეიტანა.