ტოკიოში ყველაზე მაღალი საკომუნიკაციო ანძა Tokyo Skytree გაიხსნა.
ანძის სიმაღლე 634 მეტრია და ის სიმაღლით მხოლოდ დუბაის "ბურჯ ხალიფას" ჩამოუვარდება, რომლის სიმაღლეც 828 მეტრია.
Tokyo Skytree-ს 350-450 მეტრზე აქვს შესაბამისი მოედნები, საიდანაც დამთვალიერებელს ტოკიოს ხილვა შეუძლია.
ანძის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და ის 503,7 მილიონი დოლარი დაჯდა.
Tokyo Skytree მთავარი მიზანი, სამაუწყებლო კომპანიების, რადიოსიგნალების ტრანსლაციაა.
ტოკიოში დღემდე არსებული ანძა, რომლის სიმაღლე 332,6 მეტრია, ქალაქში არსებული მრავალი მაღალსართულიანი შენობები გამო ამ ეტაპზე არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდებოდა.
კარგი ამინდის დროს Tokyo Skytree-ის ხილვა 200 კილომეტრიდანაც შეიძლება.
მასალის გამოყენების პირობები