ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა წევრი ქვეყნების მეთაურთა მორიგ სამიტზე გაფართოების საკითხი უნდა განიხილონ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჩიკაგოში განაცხადა.
"მიმაჩნია, რომ ამჟამინდელი სამიტი უნდა იყოს ბოლო, რომელიც არ არის გაფართოების სამიტი", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მისწარაფებას და ვიმუშავეებთ ყველა ქვეყანასთან ცალკე იმისათვის, რომ დავეხმაროთ რეფორმების გატარებაში, რომელიც შესაძლებელს ხდის ნატოს წევრობისათვის აუცილებელი პირობების შექმნას", - განაცხადა კლინტონმა.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამ სახელმწიფოების - საქართველო, მაკედიონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა - ნატოში გაწევრიანება მალე რეალობა გახდება, რადგანაც ნატოს ეს პარტნიორები "აქტიურ" ნაბიჯებს დგამენ. მან გასაკუთრებულიად გაუსვა ხაზი საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და ხელისუფლების მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს.
"ჩვენ ვპირდებით მათ რომ დავეხმარებით, რადგან ეს ჩვენს ინტერესებშია", განაცხადა კლინტონმა.
მისი თქმით, ნატოს საბოლოო მიზანი ალიანის გაძლიერებაა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველო ნატო-ს არაწევრ ქვეყანათა შორის ჯარისკაცების რაოდენობით რიგით მეორე ქვეყანაა, რომელსაც ავღანეთის ISAF-ის სამხედრო მისიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და ამისთვის მან ქვეყანას მადლობა გადაუხადა.
"საქართველომ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები. მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დამატებითი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, აჩვენოს მსოფლიოს, რომ ის ერთგულია ნატო-ს დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მივესალმებით საქართველოს დაპირებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მოვუწოდებთ რუსეთს, შემხვედრი ნაბიჯები გადადგას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და შემდგომში საქართველოს საკითხზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას", - დასძინა ჰილარი კლინტონმა.