ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების ლიდერები მხრას უჭერენ საქართველოს, მაკედონიის, ასევე ბოსნია და ჰერცოგოვინის სწრაფვას ალაინსში გასაწევრიანებლად, ნათქვამია ჩიკაგოს ნატოს სამიტის შემაჯამებელ განცხადებაში.
"ნატოს კარები ღია რჩება ყველა ვეროპული დემოკრატიისთვის", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა კვლავ გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის მხარდაჭერა და მადლობა გადაუხადეს ქვეყნის ხელისუფლებას, იმ თავშეკავებისა და ძალის გამოუყენებლობისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ.
ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი წვლილის შესახებ.