ხვალ, 22 მაისს, 18:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში, პროექტ "მოქვის სახარების'' პრეზენტაცია გაიმართება.
შედგება მოქვის ალბომის, დოკუმენტური ფილმისა და უცხოელ რესტავრატორთა დასკვნის პრეზენტაცია.
სახარების გადასარჩენად ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა აქტიური საქველმოქმედო კამპანიის წარმოება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება. ხელნაწერის დიაგნოსტიკა უცხოელმა რესტავრატორებმა განახორციელეს. აგრეთვე გამოიცა მოქვის სახარების ალბომი.
მოქვის სახარება აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში მდებარე მოქვის მონასტერში გადაიწერა. სახარების გადაწერა წმინდანი მეფის - დემეტრე II-ის დროს უნდა დაწყებულიყო. ხელნაწერის შექმნის ხანგრძლივი პროცესი 1300 წელს დასრულდა.
სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოხვდა პარიზიდან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაბრუნებული საგანძურის კოლექციიდან.
პროექტი განხორციელდა "იუნესკოს" ფინანსური მხარდაჭერით.