"სახალხო კრება" წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"2012 წელს ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გადაწყდება - დარჩება არსებული რეჟიმი, მოხდება მისი ჩანაცვლება, თუ გაიმარჯვებს საღი აზრი და ეროვნული თვითშეგნება. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას ხელისუფლების სისტემა, რომელიც ისაკუთრებს ძალაუფლებას და თავის ნებაზე წარმართავს ქართველი ხალხის ბედს. "სახალხო კრება" მთელ თავის ძალისხმევას მიმართავს იმისკენ, რომ არსებულ უმძიმეს საარჩევნო გარემოში, რეალურმა ოპოზიციამ შეძლოს არჩევნებში მონაწილეთა მაქსიმალური მხარდაჭერა და მიღებული ხმების დაცვა", ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო კრება" ითავებს საზოგადოებრივი დამკვირვებლის ფუნქციას და იბრძოლებს იმისთვის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას აღიკვეთოს გაყალბების ყოველი მცდელობა.
"ვინაიდან ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ოპოზიციურ ძალთა ერთიან ფრონტად ჩამოყალიბება და უპრიანია რომ საარჩევნო სუბიექტებს შორის წარმოდგენილი იყოს ყველა მსოფლმხედველობის პოლიტიკური ძალა და არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა, "სახალხო კრება" მოუწოდებს კრებაში შემავალ ერო