"Yahoo! Inc"-მა აქტივების 20 %-ი დათმო და ის 7,1 მლრდ დოლარად ჩინურ ინტერნეტმაღაზია "Alibaba"-ს მიჰყიდა. გარიგების თანახმად, "Yahoo!" 6,3 მლრდ დოლარს თანხის სახით მიიღებს, ხოლო 800 მლნ დოლარის სანაცვლოდ, კომპანია "Alibaba"-ში გარკვეულ აქტივებს დაეპატრონება. "Yahoo!"-სა და "Alibaba"-ს შორის მოლაპარაკებები 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ იმაზედაც, რომ სამომავლოდ Alibaba Yahoo!-ს აქციების კიდევ 20 %-ს შეიძენს.
ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ აღნიშნული გარიგება მომგებიანია "Alibaba Group"-ისთვის, რადგანაც კომპანია 2015 წელს "Yahoo!"-ს აქციების IPO-ს მოახდენს და დამატებითი დივიდენდების მიღებას შეძლებს.