მშენებლობასა და რეკონსტრუქციაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა საქართველოში 2011 წელს 9 710-ს გაუტოლდა (საერთო ფართობით 5 682 595 მ2), რაც 46,3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი შენობების მშენებლობაზე 26%-ით მეტი, ხოლო არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაზე 62%-ით მეტი ნებართვა გაიცა.
2011 წელს, საქართველოში გაცემული ნებართვების 63% ქ. თბილისზე მოდის, მას მოჰყვება ქვემო ქართლი - 10%, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 7%, იმერეთი - 6% და ა.შ.
აღნიშნულ წელს, მშენებლობის ნებართვების უმეტესობა, კერძოდ 38% საცხოვრებელ შენობებზე გაიცა, მას მოჰყვება სავაჭრო ობიექტები - 9%, სამრეწველო და სასაწყობე შენობები - 3% და ა.შ.