სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვისთვის ახალი სააგენტოს შექმნის მიუხედავად, სახელმწიფო ქონების მყიდველთან ხელშეკრულებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გააფორმებს.
აღნიშნულის შესახებ ცვლილებები "ქონების შესახებ" კანონში შედის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტის თანახმად, "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
პროექტით, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის და წარმართვის უფლებამოსილება, კვლავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რჩება.
მიუხედევად ახალი უწყების შექმნისა, ინვესტორის სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების მყიდველთან ხელშეკრულებას მაინც სამინისტრო გააფორმებს.