,,ქართული ოცნების" პრესსპიკერს მაია ფანჯიკიძეს ბიძინა ივანიშვილის მიერ "თელასის" შესაძლო ყიდვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. როგორც დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე ფანჯიკიძემ განაცხადა, ეს არის ბიძნა ივანიშვილის კერძო ბიზნესის საქმე შესაბამისად ამაზე ლაპარაკის უფლებამოსილება მას არ აქვს.
"სამწუხაროდ, მე ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მისი კერძო ბიზნესის საქმე. შესაბამისად, ამაზე ლაპარაკის უფლებამოსილება არ მაქვს და სიმართლე გითხრათ, არც ინფორმაცია არ მაქვს. ეს არ არის ამ ეტაპზე პოლიტიკური საკითხი და აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, თუმცა რამდენადაც მე ვიცი, ეს ასე არ არის", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქრონიკა" დღევანდელ ნომერში სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ბიძინა ივანიშვილმა თავისი რუსული ბანკი კი არ გაყიდა, "თელასში" გადაცვალა და შემოდგომიდან თბილისში დენის ფასი 6 თეთრი იქნება, სოციალურად დაუცველთათვის კი -4 თეთრი".