ჰონკონგში, შანჰაისა და სეულში დაგეგმილ საინვესტიციო ფორუმ "FT Invest in Georgia Forum"-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაესწრება. ფორუმის ფარგლებში ნიკა გილაური დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო გარემოს დეტალურად გააცნობს. ფორუმის ორგანიზატორია Financial Times Live/Global Conference & Eventsa.w.
ფორუმი ჰონკონგში 8 ივნისს, შანჰაიში - 11 ივნისს, ხოლო სეულში 12 ივნისს ჩატარდება. "FT Invest in Georgia Forum"-ში მონაწილეობას მიიღებენ ასევე მთავრობის ცალკეული წარმომადგენლები, ბიზნესმენები და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი.