კომპანია „Safegate International"-ი საქართველოს საავიაციო ბაზრის საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია „Safegate International"-სა და სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე შედგა. აღნიშნული ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა და მიზნად საქართველოს საავიაციო ბაზრის საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლას ისახავდა.Safegate Group სანავიგაციო სისტემების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა, რომელსაც წარმომადგენლობები 50-ზე მეტ ქვეყანაში აქვს გახსნილი და თანამედროვე საავიაციო პროდუქციას სთავაზობს აეროპორტებს.
შეხვედრის ფარგლებში შვედური ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენლებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს საავიაციო დარგში არსებულ ვითარებაზე, რეფორმებსა და სამომავლო პროექტებზე. ადგილზე გაეცნენ თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურას, დაათვალიერეს ნავიგაციის სამეთვალყურეო კოშკურა.