შვეიცარული კოომპანიის ვინაობა, როომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთების მონიტოორინგს განახორცილებს 2-3 კვირაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
ვაშაკიძემ განმარტა, რომ შვეიცარულ მხარეს შესაბამისი კომპანიის შერჩევა ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა 2-3 კვირაში ეს პროცესი დასრულდება და ქართულ მხარესთან შეთანხმდება.
მისვე თქმით, მნიშველოვანია, რომ იმ კომპანიის მანდატი, რომელიც შეასრულებს შესაბამის მოვალეობებს, მკაფიოდ არის განსაზღვრული.
"მთავარია, რომ მანდატი იმ კომპანიის, რომელიც შეასრულებს შესაბამის მოვალეობებს, მკაფიოდ არის განსაზღვრული და შეესაბამება შვეიცარიის შუამავლობით, რუსეთის ფედერაციასთან მიღწეულ შეთანხმებას", - განაცხადა ვაშაკიძემ.