ამორტიზებული ლიფტების მოდერნიზებასთან დაკავშირებით სესხის გაცემის შესახებ თბილისის მერიის ინიციატივა დღეს საკრებულომ დაამტკიცა.
მერიის ინიციატივის საფუძველზე ბინათმესაკუთრეთა, ამხანაგობებისათვის ამორტიზებული ლიფტების მოდერნიზაციისათვის თბილისის მერია სესხს უპროცენტოდ და უზრუნველყოფის გარეშე გასცემს.
საუბარია ახალ სისტემაზე, რომლის მიხედვითაც მერია ლიფტების დასამონტაჟებლად ღირებულების 100%-ს გადაიხდის, საიდანაც 70% საჩუქარია, ხოლო 30%-ს მოსახლეობა ეტაპობრივად, 4 წლის მანძილზე განვადების სახით უპროცენტოდ დაფარავს.