საქართველოს ენერგოტრანზიტისა და სხვა სახის ტრანზიტის თვასაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში Young Atlanticist Summit-ზე სიტყვით გამოსვლისას.
"ხშირად ამბობდნენ: „რით შეიძლება საქართველო იყოს მნიშვნელოვანი?" რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც რეალური პოლიტიკით არიან დაინტერესებული და ფასეულობებს ყურადღებას არ აქცევენ. ისინი ამბობენ რომ საქართველო უმნიშვნელოა, თუნდაც ის რეფორმებს წარმოადგენს მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თუ ვინმეს რეფორმები და ხალხის გრძნობები არ აინტერესებს, მაშინ შეუძლიათ თქვან, რომ საქართველოს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
"მაგრამ დახედეთ რუკას: თუ საქართველო დაეცემა, თუკი საქართველოს დემოკრატია დაეცემა, ყველა სატრანზიტო გზა ევროპასა და აზიას შორის, ჩინეთზე, კასპიის ზღვასა და ავღანეთზე, რომელთანაც ეს ეკონომიკური მარშრუტი ესოდენ მნიშვნელოვანია, უბრალოდ აღარ იქნება", - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, - " საქართველოს აქვს საუკეთესო ლოჯისტიკური ბაზები, საუკეთესო აეროპორტები, საუკეთესო ავტომაგისტრალსა და რკინიგზის საუკეთესო სისტემასაც ვაშენებთ რეგიონში... ყოველივე ეს წინა წლების განმავლობაში გავაკეთეთ".