"ნატო დღეს უფრო რელევანტურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ის მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, ვინც ჯერ კიდევ უმცირესობას წარმოვადგენთ, არამედ იმ დიდი ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ამ ალიანსის ბირთვს შეადგენს და მისი ფასეულობების მატარებელია", ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში ახალგაზრდა ატლანტიკოსებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნისნა, რომ წნეხის ქვეშ მყოფ ადამიანები ტრანსატლანტიკურ ალიანსს შეჰყურებენ როგორც საყრდენ ძალას,
"თავისუფლებისთვის უპირველესი რამ, რაც წნეხის ქვეშ მყოფ ადამიანებს ამბოხებისკენ მიუძღვის არის ის, რომ ეს ხალხი, განსაკუთრებით ლიბიის ინტერვენციის შემდეგ, ტრანსატლანტიკურ ალიანსს შეჰყურებს როგორც საყრდენ ძალას, რომელიც, თავის მხრივ, თავისუფლებას წარმოადგენს; იმ ერთადერთ ძალას, რომელსაც მათი ქვეყნის, საზოგადოებისა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. ამ ხალხის სწრაფვა ჩემი ქვეყნის გამოცდილებასთან არის დაკავშირებული", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები