საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მშენებარე ობიექტები მშენებლობის მოსაკრებლის გადასახადისაგან გათავისუფლდებიან.
ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
თბილისის ვიცე-მერის, მამუკა ახვლედიანის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს საპატრიარქოში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნებისმიერი სახის მშენებლობა გადასახადისაგან გათავისუფლდება.
"თბილისის მერიამ საკრებულოს "თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებაშI ცვლილებების შეტანის შესახებ მიმართა. დედაქალაქის მერიის ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ტაძრის, მონასტრის, რეზიდენციის და სხვა სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშეენლობა მოსაკრებლის გადასახადიდან თავისუფლდება", _ განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.