გვიან ღამით თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა. მეტეხის #2-ში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.
შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო. სახლში მაცხოვრებელი მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ბინის მეპატრონეები აცხადებენ, რომ კედლის აღდგენის საშუალება არ აქვთ.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში შემთხვევი ადგილზე ძველი თბილისის გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც დაზარალებულ ოჯახს დახმარებას დაპირდნენ.