Samsung Electronics Co-მა სმარტფონ Galaxy S-ის მესამე თაობის მოდელზე წინასწარ 9-მილიონიანი დაკვეთა მსოფლიოს 100-მდე მობილური ოპერატორისგან უკვე მიიღო. აღსანიშნავია, რომ სმარტფონების წარმოებაში, პირველი კვარტლის მონაცემებით, Samsung-მა Apple-ს უკვე გადაუსწრო. რასაც თავის ამას ანალიტიკოსები Galaxy-ის გაყიდვებს უკავშირებენ, რომელიც Google-ის პლათფორმაზე მუშაობს.
Galaxy-ის ახალი ვერსიის გაყიდვა 29 მაისიდან გერმანიაში დაიწყება, ხოლო შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაგრძელდება. სმარტფონებზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, Samsung-ის სამხრეთ კორეის საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს, რომლის წარმადობაც თვეში 5 მლნ სმარტფონის წარმოებაა.
აღსანიშნავია, რომ Galaxy S III-ის პრეზენტაცია 3 მაისს მოეწყო და სმარტფონს 4,8- დიუმიანი ეკრანი, 1,4 გიგატერციანი სიმძლავრის 4 ბირთვიანი პროცესორი აქვს.