დღეს, 22 იანვარს, მოსკოვში მუსიკის საერთაშორისო სახლში ქართველი კომპოზიტორის ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნის საღამო გაიმართება. საღამოს გამართვის ინიციატორი და ორგანიზატორი რუსეთში ქართველთა კავშირია.
მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლში აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები _ მანანა თოდაძე, ნუგზარ კვაშალი, თამუნა ამონაშვილი და სხვა ქართველი შემსრულებლები
"ალბათ ღვთის რისხვაა ის, რომ ოდესღაც ყველაზე მეგობრული ხალხი დღეს ერთმანეთს მტრულად უყურებს. ხელოვანები გული ხომ ორ სამშობლოს შორის ვერ იხლიჩება. ჩვენ უნდა გვახსოვდე ეს ხალხი და უნდა გვახსოვდეს ის, რომ მათ ვერ მოასწრეს საქართველოსა და რუსეთის შერიგება",_ განაცხადა რუსეთი ქართველთა კავშირის თავმჯდომარემ მიხეილ ხუბუტიამ.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მუსიკოსების ერთმა ჯგუფმა თბილისიდან მოსკოვში გამგზავრება არ ისურვა და კონცერტში მონაწილეობაზე უარი იმის გამო გამოხარა, რომ საღამოს ორგანიზატორი რუსეთი ქართველთა კავშირი და კერძოდ მისი თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტიაა.