საქართველომ უკრაინას ახალი საპორტო ქალაქის მშენებლობაში თანამონაწილეობა შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა. "ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა საქართველოში ახალი პორტის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ფოთის ჩრდილოეთითა და ანაკლიის სამხრეთით გაშენდება"- განაცხადა ბარამიძემ.
ბარამიძის თქმით, მომავალ პორტში დიდი გემები შეძლებენ შესვლას. "ეს იქნება კარგი თანამედროვე პორტი"- აღნიშნა მან.
გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ არსებული პორტები სრული დატვირთვით მუშაობენ და ამიტომ ახალი პორტის მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება არამარტო თბილისისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, რომელიც საქართველოს პორტებს ტრანზიტისთვის იყენებს.