ამიერიდან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს მოსაკრებლის გადახდის ნიშანი მხოლოდ გადახდილ პერიოდზე მიეცემა.
ფინანსთა მინისტრის №165 ბრძანების თანახმად, თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი ნებართვას იღებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ხოლო მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება დარჩენილი დღეების პროპორციულად. იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვით გათვალისწინებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაც, მაშინ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება დარჩენილი დღეების პროპორციულად.