ქობულეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ მიზნით, აჭარის მთავრობა ქობულეთში, თავისუფლების ქ.№19-ში მდებარე 1660 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებული 704,1 კვ.მ. შენობა-ნაგებობას პირობებიან აუქცინზე ყიდის.
პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებული იქნება, მყიდველმა 2013 წლის 30 დეკემბრამდე მოახდინოს არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია და რეაბილიტირებულ შენობაში განათავსოს სავაჭრო ცენტრი და კეთილმოაწყოს სავაჭო ობიექტის ტერიტორია. ობიექტის საწყისი ღირებულება 200 ათასი ლარია და მისი გასხვისება 30მ მაისისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.