საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად,პროექტში " აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ჩაერთვება. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია"მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში გაიმართება 10-ზე მეტი სპორტული ღონისძიება და შეჯიბრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის.
სპორტული ღონისძიებების ძირითადი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური ინტეგრაცია და გარემოს ადაპტირების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
პრესკონფერენცია ერთობლივ ღონისძიებეთან დაკავშირებით 19 მაისს, 12 საათზე, რიყის პარკის ტერიტორიაზე გაიმართება.
" ბილაინის სოცილაური პასუხისმგებლობის მიმართულება რამდენიმე ძირითად სფეროს მოიცავს, ერთ ერთია სპორტული აქტივობების დაგემგვა და პოპულარიზაცია.
ჩვენი ათასობით აბონენტი გაწევრიანებულია ბილაინის სპორტულ კლუბში, რომლებიც ყოველთვიურად იღებენ მონაწილეობას სხვა და სხვა ტიპის სპორტულ შეჯიბრებებში.
პროექტი "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" აერთიანებს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის რამდენიმე მიმართულებას , სპორტს და საზოგადოების თითოეული წევრის მხარდაჭრას საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში."- თეონა ბაღდავაძე, ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.