კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დიპლომატებთან შეხვედრაზე ,,ქართული ოცნების" ლიდერებმა ,,მენეჯმენტ სერვისთან" დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
"ჩვენ შევხვდით საქართველოში აკრედიტებუ დიპკორპუსის წარმოადგენლებს, რომელთაც გავუზიარეთ უკანასკნელი გამოცდილება იმ დიდი უკანონობის რისი თანამონაწილეც შეეცედა, რომ გავეხადეთ ნათია მოგელაძეს. ეს ეხება დაგენილებას, რომელიც გუშინ ჩაბარდა. კერძოდ, კომპანია ,,მენეჯმენტ სერვისს", რომელიც დაჯარიმდა დაახლოებით 5 მილიონი ლარით. ეს ჯარიმა ეხება იმ 22 ოფისს, რომელიც კერძო მესაკუთრეებისაგან იქირავა ,,მენეჯმენტ სერვისმა" და შემდეგ მესაკუთრეებისვე თანხმობით გააქირავა ,,ქართული ოცნების", კოალიციის პოლიტიკურ სუბიექტებზე",- განაცხადა ჟურნალისტებთან, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა.
მისივე განცხადებით, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელს ჰგონია, რომ ,,მენეჯმენტ სერვისმა" თავისი ხარჯებით გარემონტა ოფისები, რაც წულუკიანის თქმით მტკნარი სიცრუეა.
,,მოგელაძე თვლის, რომ ,,მენეჯმენტ სერვისმა" თითქოს, თავისი ხარჯებით გაარემონტა ეს 22 ოფისი, რაც მკტნარი სიცრუეა, რადგან ეს არცერთი დოკუმენტითა და არცერთი დაგენილებით არ გამომიდნარეობს. ,,მენეჯემენტ სერვისმა" გაარემონტა რა ეს ოფისები, პოლიტიკურ პარტიებს ახდევინებს არა მხოლოდ ქირას კანონით დადგენილი წესით, არაედ ახდევინებს აგრეთვე სარემონტო ხარჯებს. გადახდა დაწყებულია მარტიდან და ,,მენეჯმენტ სერვისი" ასევე ახდევინებს პარტიებს მოგებასა და სხვადასვხ გადასახადებს", _ განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, ,,მენეჯმენტ სერვისი" მოგების სახით, 4 000-ლარს იღებს.
,,საბოლოო ჯამში ნათია მოგელძე ფიქრობს, რომ ,,მენეჯმენტ სერვისი" მოგებას არ ღებულობდა ბიზნესიდან, მაგრამ რეალობა და დოკუმენტები და ფინანსური საბუთები მოწმობს რომ ,,მენეჯმენტ სერევისი" პირიქით ბიზნესიდან იღებს დაახლობეით 4000 ათასი ლარის მოგებას, აქედან გამომიდნარე ეს ჯარიმა არის უკანონო" , _ განაცხად ჟურნალისტებთან თეა წულუკიანმა.