Hewlett-Packard-ი 25 ათასზე მეტი თანამშრომლის შემცირებას გეგმავს. Reuters-ის ინფორმაციით, კომპანიის ახალი ხელმძღვანელი კადრების ოპტიმიზაციას გეგმავს და არსებული სტაფის 8-10%-ით შემცირებას იწყებს. თუ როდის მოხდება თანამშრომელთა შემცირება ჯერჯერობით უცნობია. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიაში ამ დროისათვის, მსოფლიოს მასშტაბით 300 ათასი ადამიანი მუშაობს.