ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულ ქართველს, სიმონ შამანაურს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, იუწყება რუსთავი 2.
ოჯახის წევრები თქმით, ბოლო ინფორმაციით, რომლის მიღებაც მათ რამდენიმე დღის წინ შეძლეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
იგი ამ დრომდე დომენიკის რესპუბლიკაში რჩება, სადაც მიწისძვრის შემდეგ ოპერაციის ჩატარების მიზნით გადაიყვანეს.
გამორიცხული არ არის შამანაურის ოჯახის წევრებმა დაავებული მოინახულონ, თუმცა მას მას შემდეგ მოხდება, როცა მას სხვა სახელმწიფოში გადაიყვანენ. ოჯახი კი სავიზო პრობლემის მოგვარებას შეძლებს.