21 იანვარს, საღამოს ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრული საავადმყოფოს შენობაში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჩვილი დაახლოებით ორი კვირისაა. ბავშვი ბიჭია და თვითმხილველთა თქმით ზეწარში იყო გახვეული.
ექიმებმა ჩვილის შესახებ საპატრულო პოლიციას შეატყობინეს, რის შემდეგად სამართალდამცავებმა პატარა ჟვანიას სახელობის პედიატრულ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმები განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა მეთვალყურეობის მიზნით იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
მომხდარს კრიმინალური პოლიცია იძიებს.