სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ფოთში, საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწო. საკარანტინო მავნებლის - თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონიძიებების კოორდინაციის მიზნით, ფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური შტაბი იმუშავებს.
საკორგანიზაციო შტაბი სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში მავნებლის წინააღმდეგ ჩასატარებელი სამუშაოების ოპერატიულ დაგეგმვასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს.
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, იგეგმება საინფორმაციო ფლაერების გავრცელება. აღსანიშნავია, რომ მავნებლის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში სწორედ მოსახლეობის დროული ჩართულობაა მნიშვნელოვანი.
დასავლეთ საქართველოში გავრცელებული თეთრი პეპელა საშიში საკარანტინო მავნებელია. ის 300-ზე მეტი დასახელების მცენარეს აზიანებს. მავნებლის რამოდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად გავრცელების შემთხვევაში მცენარე იღუპება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის პირველი და მეორე თაობის წინააღმდეგ ქიმიურ წამლობას განახორციელებს, ხოლო მუნიციპალიტეტებს ადგილობრივ მოსახლეობაში დასარიგებლად შესაწამლ პესტიციდებს გადასცემს.