დოიჩე ბანკმა (Deutsche Bank) თიბისი ბანკი დაასახელა საუკეთესო ბანკად ევროსა და დოლარში სავალუტო გადარიცხვების მაღალი ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით და ,, 2011 STP Excellence Award" სერტიფიკატი გადასცა.
დოიჩე ბანკის წლევანდელი ჯილდო განსაკუთრებულია, ვინაიდან თიბისი ბანკმა წელს პირველად მიიღო ევროში გადარიცხვების მაჩვენებლის მიხედვით უმაღლესი ხარისხის სერთიფიკატი.
რაც შეეხება დოლარში გადარიცხვებს, თიბისი ბანკი ამ მაჩვენებლის მიხედვით უკვე მეექვსედ დაჯილდოვდა დოიჩე ბანკის მიერ. ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ბანკი სტაბილურად ინარჩუნებს მომსახურების მაღალ დონეს.
ხარისხის სერტიფიკატის მინიჭება ხდება წინა წლის მონაცემებზე დაყრდნობით და ითვალისწინებს, როგორც სავალუტო დავალებების ეფექტურ განხორციელებას, ასევე შესრულებული გადარიცხვების რაოდენობას.
STP (Streight Through Payments) წარმოადგენს სავალუტო დავალებას, რომელიც ჩამოყალიბებულია სვიფტის სტანდარტების შესაბამისად და სრულდება ავტომატურად, კორესპონდენტი ბანკის მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე.
თიბისი ბანკისთვის მინიჭებული ხარისხის უმაღლესი ჯილდო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბანკი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მოთხოვნებს და მომავალშიც განაპირობებს ორ ბანკს შორის წარმატებულ ურთიერთთანამშრომლობას.