დღეს, ბათუმის იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი ირაკლი არჩაია აჭარის რეგიონში მოქმედი კერძო კომპანიების წარმომადგენლებს, მაკლერებსა და სააგენტოს ავტორიზებულ მომხმარებლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი მომსახურებების შეთავაზება და სააგენტოს სისტემაში დანერგილი სიახლეების გაცნობა, მათი პრობლემების და წინადადებების განხილვა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს სააგენტოსა და პარტნიორ კომპანიებს შორის ურთიერთთანაშრომლობის გამარტივებას.
შეხვედრაზე ირაკლი არჩაიამ მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაციას საჯარო რეესტრისა და გაზეთ „24 საათის" ერთობლივი პროექტის შესახებ.
პროექტის თანახმად, იმ პირებს, რომლებსაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება ან დაგირავება სურთ, საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ გამოაქვეყნონ განცხადება გაზეთ „ საჯარო რეესტრში''. გარდა იმისა, რომ გაზეთი „საჯარო რეესტრი" კომფორტულია მოქალაქეებისთვის, ის ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებას. იმ სეგმენტს, რომელსაც რეკლამირების ფინანსური საშუალებები შეზღუდული აქვთ, შეძლებენ უფასოდ განათავსონ თავიანთი გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირდაპირი კავშირი დაამყარონ მომხმარებელთან, რაც კლიენტების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ინფორმაცია პროექტის შესახებ: მოქალაქეებს, მაკლერებს, საჯარო რეესტრის ავტორიზებულ მომხმარებლებს რომლებსაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება ან დაგირავება სურთ, საჯარო რეესტრი განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს. მათ უკვე საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ გამოაქვეყნონ განცხადება გაზეთ „ საჯარო რეესტრი 24 საათში'' და ვებგვერდზე www.eproperty.ge.
გაზეთში გარდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა, განთავსებულია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებიც. მაგ: ინფორმაცია მომსახურების, მოძრავი ნივთების ყიდვა-გაყიდვის, აუქციონების, ვაკანსიების შესახებ. ასევე ცალკე ჩანართის სახით გაზეთს ახლავს ინფორმაცია ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის შესახებ.
საჯარო რეესტრისა და გაზეთ „24 საათის" ერთობლივი პროექტი 8 თვის წინ დაიწყო და გაზეთი მომხმარებლებში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მომსახურების მისაღებად საჯარო რეესტრს ყოველდღიურად ასობით მოქალაქე უკავშირდება. შესაბამისად, ყველაზე მეტი ახალი განცხადება სწორედ ამ გაზეთში იყრის თავს.
განცხადება გაზეთ „საჯარო რეესტრი 24 საათში" მიწოდებიდან, მაქსიმუმ, 3 დღეში გამოქვეყნდება და ზედიზედ გაზეთის 4 ნომერში გამეორდება, ვებგვერდზე კი ვადაში შეუზღუდავად განთავსდება