18, 19 და 20 მაისს კურორტ საირმეში „თეგეტა მოტორსისა" და მისი შვილობილი კომპანიის „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანიის" ორგანიზებით გაიმართება მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Shell-ის პრეზენტაცია და სემინარი „Shell"-ის პრემიალური საცხებ-საპოხი მასალების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება ეწყობა „თეგეტა მოტორსის" კორპორატიული კლიენტებისთვის. სემინარს გაუძღვებიან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული Shell-ის გლობალური ოფისის წარმომადგენლები.
ღონისძიების მიზანია მომხმარებელს უკეთესად გააცნოს მსოფლიოში წამყვანი საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი ბრენდის საქმიანობა, "Shell"-ის პროდუქციის უპირატესობები და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები. გააღრმავოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან და გაზარდოს მათი ლოიალობა.
ტრენინგს დაესწრება 70-მდე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი. ღონისძიება ხელს შეუწყობს სასიამოვნო და არაფორმალურ გარემოში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას. შეხვედრების განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ კურორტ „საირმის" ღირსშესანიშნაობებს.
Shell-ის ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში წარმოადგენს კომპანია „თეგეტა მოტორსი", ხოლო „ტრანსკავკასიური სადისტრიბუციო კომპანია" მისი მაკრო დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში.
შელის ისტორია უკვე 100 წელზე მეტს ითვლის და დღეს ის მსოფლიო ნავთობის წარმოების ლიდერია. შელის საცხებ-საპოხი მასალების პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროდუქტებს როგორებიცაა Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. კომპანიის წამყვანი კვლევითი ცენტრები განთავსებულია გერმანიაში, იაპონიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
50 წელზე მეტია „შელი" Ferrari-ს საჯინიბოს რჩეულია. 1947 წელს, როდესაც მარანელოს ფერარის ქარხნის კარიბჭე პირველმა ფერარიმ დატოვა, ის დაცული იყო შელის ზეთებით. „შელი" Ferrari-ის უცვლელი უცვლელი პარტნიორია ფორმულა 1-ის რბოლების დროსაც.