Apple-მ iPhone 5-თვის 4-დიუმინი ეკრანები დაუკვეთა. iPhone-ს ახალი მოდელის ეკრანი, ძველ ვერსიასთან შედარებით, 0,5 დიუმით იქნება გაზრდილი.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Apple-მა თავის აზიელ მიმწოდებლებს უკვე დაუკვეთა 4-დიუმიანი ეკრანები, რომლებიც წარმოებას უკვე მომავალი თვიდან შეუდგებიან. ივარაუდებოდა, რომ iPhone 5-ის გამოშვებას ივნისიდან დაიწყებოდა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია Apple-ს ახალი iPhone-ის გამოსვლას, ტრადიციისამებრ, ივნისისთვის აანონსებს. 2008 წელს ივნისში Worldwide Developers Conference-ზე iPhone 3G-ის პრეზენტაცია მოხდა, 2009 წლის ივნისში კი - iPhone 3GS-ის, 2010 წლის ივნისში - iPhone 4-ის პრეზენტაცია გაიმართა. კომპანიამ ტრადიცია მხოლოდ 2011 წელს დაარღვია და iPhone 4S-ი ოქტომბერში გამოუშვა. ბოლო ფაქტის გამო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ iPhone 5-ი სწორედ შემოდგომაზე გამოვა.