საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია, "უზრუნველყოს სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლება", _ განაცხადა ჯონ ბასმა ჰომოფობიის დღისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე, რომელსაც არასამთავრობო სექტორის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აშშ-ის ელჩის განცხადებით, ადამიანის პატივისცემა სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად აუცილებელია.
"აშშ-ს მტკიცედ მიაჩნია, რომ პატივისცემა ადამიანების მიმართ, მიუხედავად მათი ორიენტაციისა, გახლავთ ადამიანისთვის ფუნდამენტური უფლების მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რომელსაც სურს იყოს დემოკრატიული. ამ შემთხვევაში მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლება", - განაცხადა ჟურნალისტებთან ჯონ ბასმა.