ხვალ, 18 მაისს, ოპოზიციური სალარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრები დავით გარეჯში გაემგზავრებიან. როგორც ფრაქციაში აცხადებენ, ისინი სამონასტრო კომპლექსის გარშემო შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
ფრაქციის თავმჯდომარის დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, დეპუტატებს თან პალეოგრაფიული და მხარემცოდნეობის სამეცნიერო კვლევების შედეგების ამსახველი დოკუმენტიაცია მიაქვთ, რაც დავით გარეჯის ქართული კულტურული მემკვიდრეობის საკუთრებას ადასტურებს.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში არსებულ უდაბნოს მონასტერთან 6 მაისს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩადგნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი მონასტრამდე მომლოცველებს არ უშვებენ.