დღეს, ქობულეთში კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა გაიმართა. მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრას ირაკლი ალასანია, მანანა კობახიძე და გია ვოლსკი ესწრებოდნენ. კოალიციის ლიდერებმა მათ "ქართული ოცნების" ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის პროგრამები გააცნეს. ირაკლი ალასანია ქობულეთელებს, რომელთაც ვალების გადაუხდელობის გამო სახლების ჩამორთმევა ემუქრებათ დახმარებას დაჰპირდა.
„276 ოჯახია უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის ქვეშ. მე შემიძლია გითხრათ და დაგპირდეთ თვითოეულ თქვენთაგანს, რომ სახელმწიფო იზრუნებს საკუთარ მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი იმ მოქალაქეებზე, რომლებიც კრიზისის პერიოდში აღმოჩნდნენ დიდი ფინანსური დარტყმის ქვეშ. არსებობს ბანკებთან ურთიერთობის უამრავი საშუალება, რომელიც ამ ადამიანებს მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას და მე გაძლევით პირობას, რომ ეს ხალხი მარტო არ დარჩება ამ პრობლემის წინაშე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ქობულეთში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.
მასალის გამოყენების პირობები