22 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გია გოგატიშვილის ფოტოგამოფენა "ფარდის მიღმა" გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფის 26 ფოტონამუშევარი, რომელზეც ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვადასხვა დროს დადგმული სპექტაკლებია ასახული.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ასევე პარიზისა და ბერლინის თეატრების წარმოდგენების ფოტოები.
გამოფენის გახსნას დაესწრებიან ცნობილი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე და მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები.
26 იანვრიდან გამოფენა ალ. დიუმას ფრანგული კულტულტურის ცენტრში გადაინაცვლებს და ორ კვირას გასტანს.
გამოფენის სპონსორები არიან კომპანია "ნოვო ჯგუფი", " Uნიტედ ცოლორს ოფ Bენეტტონ "-ის წარმომადგენელი საქართველოში, თბილისის მერია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი და საკურიერო სამსახური "შიკრიკი".