ხვალ, 18 მაისს მდგრადი ენერგეტიკის დღე გაიმართება, რომელიც „ენერგოეფექტურობის ცენტრის" ორგანიზებითა და „BP საქართველოს", აშშ საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) და Winrock Georgia-ს პროექტის „NATELI"
მხარდაჭერით ეწყობა.
მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. 09.30 საათზე დაგეგმილია პროექტის „ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის" ფარგლებში საქართველოს სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარებული კონკურსის მონაწილეთა ნახატების გამოფენის გახსნა
09.30 საათზე გაიმართება ასევე პროექტის „ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის ენერგოავტობუსის" ფარგლებში საქართველოს სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარებული კონკურსის მონაწილეთა ენერგოეფექტურობის საკითხებზე მომზადებული პროექტების პრეზენტაცია. (მისამართი: სასტუმრო „HOLIDAY INN", 26 მაისის მოედანი N1)
11.00 საათზე - პროექტის „ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის" დახურვის ცერემონიალი, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს სკოლის მოსწავლეთა კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოება. (მისამართი: სასტუმრო „HOLIDAY INN", 26 მაისის მოედანი N1)
13.00 საათზე - პროექტის „ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის" ფარგლებში საქართველოს სკოლის მოსწავლეებისათვის დოკუმენტური ფილმის „ჯერ კიდევ გვიან არ არის" არაკომერციული ჩვენება (მისამართი: სასტუმრო „HOLIDAY INN", 26 მაისის მოედანი N1)
19.00 საათზე - პროექტის „ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის" ფარგლებში საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს შორის საუკეთესო საგაზეთო, ტელე-რადიო თუ ინტერნეტ სიუჟეტის გამოსავლენად განახლებადი ენერგიისა და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის შესახებ ჩატარებული კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. (მისამართი: „თბილისი ცენტრალი", ბოულინგ-ცენტრი. ვაგზლის მოედანი N2)