სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის საცალო გაყიდვების მიმართულებით ახალი პროდუქტი გამოაქვს ბაზარზე, რომელიც გულისხმობს ბარგის დაზღვევას 5 ლარად.
სადაზღვევო პროდუქტის შეძენას სჭირდება მინიმალური დრო, მისი ყიდვა აეროპორტშივეა შესაძლებელი გამგზავრებამდე 5 წუთით ადრეც. ბარგის ანაზღაურებისთვის საჭიროა დამზღვევმა პირმა წარადგინოს ავიაკომპანიის მიერ გაცემული საბუთი ბარგის დაკარგვის შესახებ. ანაზღაურება გაიცემა 2 დღის ვადაში, დაკარგული ბარგის ღირებულების მიხედვით.