დღეს, 12:00 საათზე, თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა 15-ში მდებარე სარდაფში, ღვინის მაღაზია-ბარი "ღvino underground" გაიხსნება.
vinoge.com-ის ინფორმაციით, ბარში ნატურალური ღვინის გარდა, ღვინის მოყვარულებს შეეძლებათ საქართველოში წარმოებული მრავალი სახის ყველის, ჩურჩხელის, ნიგვზის, რაჭული ლორის და სხვა ქართული ნუგბარის დაგემოვნება.
"ბარის შემქნელმა შვიდმა მეღვინემ (მალხაზ ჯაყელი, ჯონ ვურდემანი, სოლომონ ცაიშვილი, რამაზ ნიკოლაძე, ნიკა ბახია, ნიკი ანთაძე, კახა ბერიშვილი) თავიდანვე ნატურალური ღვინისაკენ აიღეს გეზი, შესაბამისად, "ღvino underground"-ში მხოლოდ ისეთი ღვინო გაიყიდება, რომელიც ნატურალური მევენახეობა-მეღვინეობის სტანდარტებს აკმაყოფილებს"- წერს vinoge.com-ი.
მაღაზია-ბარში წარმოდგენილი იქნება საქართველოს თითქმის ყველა კუთხის მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინოები, რომელთა შეძენაც აქამდე ერთ ლოკალურ სივრცეში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
"ჩვენს ბარში ადამიანი პირველ რიგში საინტერესო ღვინის გასასინჯად უნდა შემოვიდეს" - ამბობს ბარის მენეჯერი, მეღვინე რამაზ ნიკოლაძე. აღსანიშნავია, რომ ახლადგასხნილ მაღაზია-ბარში ღვინო ბოთლის გარდა, ჭიქითაც გაიყიდება.