საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2012 წლის იანვარ-აპრილის წინასწარი მონაცემებით, 3,124 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია, ვიდრე 2011 წლის იანვარ-აპრილში. „საქსტატის" ინფორმაციით, მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 726 მლნ აშშ დოლარია, იმპორტი - 2,397 მლნ აშშ დოლარი.
ამ პერიოდში ექსპორტი 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით, იმპორტი - 20%-ით არის გაზრდილი.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ამ პერიოდში 1,671 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.