საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ერთობლივი საქმიანობის შედეგად ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდის მომხმარებელს უკვე შეუძლია იხილოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის გარკვეული მუხლები კომენტარებით და დაკავშირებული დოკუმენტებით.
საგადასახადო კოდექსის დათვალიერებისას მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა ნახოს ყველა ის დოკუმენტი (ფინანსთა მინისტრის ბრძანება, მთავრობის დადგენილება), რომელიც დაკავშირებულია გადასახადებთან და სხვა საგადასახადო საკითხებთან, შესაბამისად მომხმარებელს აღარ მოუწევს ცალკე დოკუმენტების ძებნა და შესაძლებლობა ექნება ერთი დოკუმენტიდან პირდაპირ გადავიდეს დაკავშირებულ დოკუმენტებზე.
გარდა ამისა მომხმარებელს საშუალება მიეცემა იხილოს საგადასახადო კოდექსის კონკრეტული მუხლების კომენტარები მაგალითებით, შედგენილი შემოსავლების სამსახურის მიერ, რითაც გაუმარტივდება კონკრეტული ნორმების აღქმა და გაგება.