დღეს, 16 მაისს, საქართველო "ექსპო გერმანიას" მასპინძლობს. "ექსპო გერმანიას" ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან ერთად გერმანიის ინდუსტრიული და სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ვანსლებენი და გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ორტვინ ჰენინგი დაესწრებიან.
"ექსპო გერმანია" თბილისის ივენთ ჰოლში 10:00 საათზე გაიხსნება. როგორც გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ექსპო არის პორტფოლიო გამოფენა 50-ზე მეტი გერმანული კომპანიისა საქართველოში/სამხრეთ კავკასიაში. ექსპოს სამიზნე ჯგუფები არიან კომპანიები, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები, თბილისის მოსახლეობა.