16 მაისიდან 31მაისამდე, 16 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ელიტ ელექტრონიქსი მომხმარებელს სთავაზობს 16 %-იან ფასდაკლებას ბოშის ნებისმიერ მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.
"18 მაისისდან 31მაისამდე ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ელიტ ელექტრონიქში შეიძენს მისთვის სასურველ ნებისმიერ ტელევიზორს, საჩუქრად გადაეცემა ხმის გამაძლიერებელი, SilkTV-ის უფასო ინსტალაცია და მომსახურების ორითვის საფასურს ჩვენ გადავიხდით", - აცხადებენ კომპანიაში.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" 1996 წლის 16 მაისს დაფუძნდა. 1998 წლიდან ელიტ ელექტრონიქსი არის BOSCH & SIEMENS-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
2006 წელს "ელიტ ელექტრონიქსი" გახდა GORENJE-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
2008 წლიდან კომპანიას დიდი სიძნელეების გადალახვა მოუხდა. შეიცვალა დამფუძნებელთა სტრუქტურა, თუმცა ელიტ ელექტრონიქსმა შესძლო და გამოვიდა ამ რთული მდგომარეობიდან. დღეისთვის ელიტ ელექტრონიქსში 1000-მდე ადამიანია დასაქმებული.
2011 წელს კომპანიამ კიდევ უფრო გააუმჯობესა პროდუქციის ასორტიმენტი და ყველაზე ფართო არჩევანთან ერთად მომხმარებლებს ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაცია სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ დღეს ქსელში 50-ზე მეტი დასახელების მსოფლიოს წამყვანი ბრენდის 10 000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ტექნიკაა წარმოდგენილი, მიუხედავად ფართო არჩევანისა კომპანია კიდევ გეგმავს სხვადასხვა ცნობილი ბრენდების შემოტანას ქართულ ბაზარზე.
"ელიტ ელექტრონიქსი" დღეს საქართველოს ბაზარზე ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი, იგი დღეისათვის 38 მაღაზიას ფლობს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია როგორც გაყიდვების, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნების,ხარისხისა და მომსხურების მიხედვით ბაზრის უპირობო ლიდერია.