16 მაისს, 14:30 საათზე, UNDP-ის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე ჰაოლიანგ ჟუ და UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯეიმი მაკგოლდრიკი ბათუმში დაესწრებიან საინფორმაციო ტურს და გამოცემების წარდგენას - ექსპორტ-იმპორტის ცნობარი და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესავალი. ბათუმის ბიზნესინკუბატორი, ფარნავაზ მეფის ქ. 73, ბათუმი
17:00 საათზე UNDP-ის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე ჰაოლიანგ ჟუ და UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯეიმი მაკგოლდრიკი პროფესიული კოლეჯ "ფაზისს" (კონსტიტუციის ქ. 54, ფოთი) ეწვევიან.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობს აჭარის განვითარების მიზნების მიღწევას - ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და აჭარის მიმზიდველობის გაზრდას როგორც ინვესტორებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი დამწყები ბიზნეს კომპანიების წარმატებულ განვითარებას ემსახურება. 2009 წლის სექტემბრიდან 20-მა ახალგაზრდა ბიზნესმა ისარგებლა მისი მომსახურების სრული პაკეტით - საოფისე ფართი, ტრენინგი და კონსულტაცია. 75-მა მცირე ბიზნეს კომპანიამ გაიარა ტრენინგი და მიიღო კონსულტაცია ბიზნესის განვითარების საკითხებში. ბიზნეს ინკუბატორის წევრ კომპანიებში მუდმივ და მოკლევადიან სამუშაო ადგილზე 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.