ჰოლივუდელი რეჟისორი სტივენ სპილბერგი დოკუმენტურ ფილმს იღებს, რომელიც ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აღდგენას ეხება. აღნიშნული ცენტრი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად განადგურდა. ფილმი 6-სერიანია და მას "გრაუნდ ზეროს" აღდგენა ჰქვია. მასში არა მხოლოდ ახალი ცათამბჯენის აღდგენის შესახებაა მოთხრობილი, არამედ ნახსენებია ტერაქტის ყველა მსხვერპლი, რომელთა რაოდენობამაც 3 ათასი შეადგინა.
ნიუ-იორკის მერის, მაიკლ ბლუმბერგის თქმით, ფილმი "ეს არის საინტერესო ისტორია აღდგენისა და განახლების შესახებ. როგორც ფილმის ავტორები გვპირდებიან, იმისათვის, რომ ახალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კონსტრუქცია იქნეს ნაჩვენები, გამოყენებული იქნება ყველაზე თანამედროვე მეთოდი - შენელებული კადრები და კომპიუტერული მოდელირება.
შეგახსენებთ, რომ ახალი შუშის ცათამბჯენის მშენებლობა ყოფილი ტყუპების ადგილზე 2006 წელს დაიწყო. სავარაუდოდ, 2013 წლისათვის ე. წ. თავისუფლების კოშკის სიმაღლე 541 მეტრს მიაღწევს და ის აშშ-ში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება. მსოფლიოს ახალი სავაჭრო ცენტრი იქნება მემორიალი ტერორისტების მსხვერპლთა პატივსაცემად. გარდა ოფისებისა, მასში 11 სექტემბრის მუზეუმი იქნება გახსნილი.