აჭარის მთავრობა განმეორებით აუქციონზე, 30%-იანი ფასდაკლებით, ''ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავს" ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 126 ათასი ლარია და მის გაყიდვას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 28 მაისისთვის ჩანიშნულ აუქციონზე გეგმავს.
პირობების თანახმად, ობიექტის მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში შპს ''ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავის" საგადასახადო დავალიანება გადაიხადოს, რომელიც 30.03.2012 წლის მდგომარეობით 44 353 ლარს შეადგენს და რომელსაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება საურავი.