კომპანია „რომპეტროლ საქართველო" და „ARAY Tomorrow" ერთგული მომხმარებლებისთვის წამახალისებელ აქცის იწყებენ. 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც „რომპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურებში 10, 25 ან 50 ლიტრ საწვავს ჩაასხამს, საჩუქრად „ARAY Tomorrow"-ს 20, 50 და 100 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.
„რომპეტროლ საქართველოს" მენეჯმენტის განცხადებით, აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდება და 10 დღეს გასტანს.
„ერთობლივი აქციის პირობები მარტივი და სახალისოა: ყოველი 10, 25 და 50 ლიტრი საწვავის ჩასხმისას მომხმარებელი საჩუქრად 20, 50 და 100 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომლითაც შეძლებს „ARAY Tomorrow"-ს მაღაზიათა ქსელში შესაბამისი ფასდაკლების მიღებას. ამ აქციის მიზანი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც „რომპეტროლის" ერთგული მომხმარებლის და პოტენციური კლიენტების წახალისებაა, ჩვენი კომპანიის მიმართ კეთილგანწყობის ამაღლება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვეძლევა ჩვენი კლიენტები ხშირად გავანებივროთ სიურპრიზებით და შევახსენოთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მათი კეთილგანწყობა,"-აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი.
„ARAY Tomorrow"-ს მენეჯმენტის ცნობით, მიღებული ვაუჩერების საშუალებით, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიმართოს მათ მაღაზიათა ქსელის ნებისმიერ ობიექტს და ვაუჩერი სასურველი ნივთის შეძენისას ფასდაკლებისათვის გამოიყენოს.
„რომპეტროლის" ქსელში მიღებული 1 ვაუჩერით მომხმარებელს შეეძლება მხოლოდ ერთ პროდუქტზე ფასდაკლების მიღება. აქციის პირობების მიხედვით, ვაუჩერების აკუმულირება არ ხდება, ანუ შეუძლებელია მაღაზიაში სამი 100 ლარიანი ვაუჩერის წარდგენის შემთხვევაში 300 ლარიანი ფასდაკლების მიღება ერთ კონკრეტულ პროდუქტზე, თუმცა სამი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში ეს ფასდაკლება ვრცელდება თითოეულზე. მოხარული ვართ, რომ ამ აქციაში ვმონაწილეობთ და „რომპეტროლთან" ერთად მომხმარებელს ჩვენს მაღაზიათა ქსელში შესანიშნავ ფასდაკლებას ვთავაზობთ,"-აცხადებს კომპანია „ARAY Tomorrow"-ს მარკეტინგის დირექტორი ალეკო აკოფიანი.
საქართველოს მასშტაბით „ARAY Tomorrow" 12 მაღაზიას ფლობს და საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ ხარისხიან და ორიგინალურ საყოფაცხოვრებო ტექნიკას სთავაზობს.