დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე „Fujitsu" იწყებს კომპიუტერიზაციის მასშტაბურ პროექტს „განაახლე". კორპორაცია „Fujitsu Technology Solutions GmbH"-მა გადაწყვიტა განეხორციელებინა ინვესტიცია საქართველოში, რაც მდგომარეობს შემდეგში: მომხმარებელი ყიდულობს გერმანიაში წარმოებულ „Fujitsu"-ს ნოუთბუქს 1 წლიანი განვადებით, ხოლო განვადების %-ს „Fujitsu" იხდის.
ამ მიზნით „Fujitsu"-მ ექვს უმსხვილეს ბანკთან მემორანდუმი უკვე გააფორმა. აქცია 31 ივლისის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით 71 კომპიუტერულ მაღაზიაში იმოქმედებს: თბილისში, ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, მარნეულში, გურჯაანში, წნორში, დედოფლისწყაროში და ა.შ.
როგორც „Fujitsu"-ს მენეჯმენტში აცხადებენ, პროექტი უნიკალურია: იგი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მასში ჩართულია 37 კომპანია, ჯამში 71 მაღაზიით. ასევე პროექტში ჩართულია ყველა ბანკი, რომელიც განვადებას გასცემს: „თიბისი ბანკი", „საქართველოს ბანკი", „ბანკი რესპუბლიკა", „პრივატბანკი", „ლიბერთი ბანკი" და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო".
რაც მთავარია, პროდუქცია არ ძვირდება პროექტის დაწყებამდე (როგორც ხდება 0%-იანი განვადებების უმრავლეს შემთხვევაში), გერმანული წარმოების ნოუთბუქები არის საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად, ხოლო იმ %-ს, რომელიც აძვირებს ხოლმე პროდუქციას, „Fujitsu" იხდის სპეციალური ფონდიდან, სწორედ ამაში მდგომარეობს ინვესტიცია.
"Fujitsu საქართველოში 10 წელზე მეტია რაც იმყოფება. ბაზარს ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ამ ეტაპზე საქართველოში ნოუთბუქების ბაზრის 10 %-ს ვაკონტროლებთ და გვინდა, რომ ეს წილი კიდევ გაიზარდოს. ამის გათვალისწინებით, კორპორაციამ გადაწყვიტა მეტი ინვესტიცია ჩადოს საქართველოს ბაზარზე და მაღალი ხარისხის გერმანული, ქალაქ აუგსბურგში, წარმოებული ნოუთბუქები მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ამ მიზნით კორპორაციამ უკვე გამოყო სპეციალური ფონდი, საიდანაც ბანკების 1 წლიანი განვადების პროცენტს მომხმარებლის ნაცვლად თავად დაფარავს. იმავდროულად, Fujitsu საქართველოში IT დარგის განვითარებასაც აკვირდება და აღტაცებულნი ვართ, თუნდაც იმით თუ როგორ გადავიდა სამთავრობო აპარატი ელეტრონული საქმის წარმოებაზე, რაც იშვიათობაა. Fujitsu-ს სურს, რომ დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. სწორედ IT დარგის განვითარებისთვის, Fujitsu საინვესტიციო პროექტის განვითარებას იწყებს, რომლითაც ჩვენ ხელმისაწვდომს გავხდით გერმანულ პროდუქციას საქართველოს მოსახლისათვის. საქართველოში პროექტ „განაახლეს" განხორციელებას ახლა ვიწყებთ და ის თავდაპირველად 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. დავაკვირდებით პროექტის განვითარებას და თუ დავინახავთ, რომ გამართლებს მაშინ დავფიქრდებით მის გაგრძელებაზე"- აცხადებს „Fujitsu"-ს მმართველი დირექტორი დსთ-ს ქვეყნებში გენადი მოლოდეცკი.
მოლოდეცკი ქვეყანაში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობას არ აკონკრეტებს, თუმც აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია თუ რა რაოდენობის პროდუქცია გაიყიდება. "თუმცა ჩვენი გეგმაა, რომ 2 თვეში 4 ათასი ერთეული ნოუთბუქი გავყიდოთ"- აღნიშნა გენადი მოლოდეცკმა.
Fujitsu-ს მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა 6 სხვადასხვა კომფიგურაციის ნოუთბუქი შეიძინოს. ნოუთბუქის შეძენა 1 წლიანი გარანტიითაა შესაძლებელი, თუმცა Fujitsu საშუალებას იძლევა, განვადების დამატებითი პერიოდის ყიდვა გახდეს შესაძლებელი.
თავად საბანკო სექტორი პროექტში მონაწილეობით მოხარულია და აცხადებს, რომ მათი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მომხმარებელმა მეტად მოქნილი მომსახურეობა მიიღოს.
"საქართველოს ბანკი" მრავალი წელია, რაც მომხმარებელს განვადებას სთავაზობს და მას წერთილების ყველაზე ფართო ქსელი აქვს. მოხარულნი ვართ, რომ ახალ პროექტში ვერთვებით და ვეცდებით, რომ მომხმარებელს საკმაოდ მოქნილი და მოხერხებული პირობები შევტავაზოთ"- აღნიშნა "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სოფო ბალავაძემ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მსვლელობის პერიოდში, პროექტში მონაწილე კომპიუტერული მაღაზიების ვიტრინებზე გამოსახული იქნება პროექტის სიმბოლო - „განაახლე", ხოლო 15 მაისიდან იმუშავებს ცხელი ხაზი: 224 20 20 და ვებ გვერდი: www.upgrade.ge, სადაც მომხამრებელს საშუალება ექნება მიიღოს დეტალური ინფორმაცია პროექტის, მასში წარმოდგენილი პროდუქციის, განვადების პირობების და პროექტში მონაწილე კომპიუტერული მაღაზიების შესახებ.
Fujitsu Technology Solutions კორპორაციაა, რომელიც 1935 წელსიაპონიაშიდაარსდადადამკვიდრდა, როგორცერთ-ერთიპირველიინოვატორიდამრავალიუნიკალურიგამოგონებისავტორიინფორმაციულიდატელეკომუნიკაციებისსისტემებისდარგში. დღეისათვის "Fujitsu" მსოფლიოში სიდიდით მესამე IT სერვის პროვაიდერია და წარმოდგენილია მსოფლიოს 170 ქვეყანაში - ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ინდოეთის ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრებზე. "Fujitsu" მომხმარებელს სთავაზობს IT პროდუქტების, გადაწყვეტილებებისა და სერვისების სრულ სპექტრს. კომპანიაფლობს 102 000 პატენტს, ჰყავს 140 000 თანამშრომელი, ხოლომისიწლიურიბრუნვასაშუალოდ 55 მილიარდაშშდოლარსშეადგენს.